LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

143
აქციაზე დაკავებულები (1)

ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა – ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.

მოსამართლემ თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია, მან პირდაპირ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა.

გალუსტაშვილის განმარტებით, დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

ანდრო ჭიჭინაძე: „ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მარტო წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს… ძალიან უცნაური პროცესია, ვერ ვხვდები, რა ხდება“

ონისე ცხადაძე: „მამაჩემს გულზე არაფერი სჭირდა, პირველად მის გულზე ხელი მაშინ დავინახე, როცა მაკავებდნენ… ციხეში გავიგე, რომ მამაჩემი ეზოში ჭიშკართან გარდაიცვალა“

ანდრო ჭიჭინაძე: „გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს გამბედავი ადამიანები წყვეტენ“

ონისე ცხადაძე: „აზრი არ აქვს, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ, ბოლოს მაინც ისე იქნება, როგორც ზემოთ იტყვიან… შეიძლება სხდომებზე აღარ მოვიდე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g