LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მას შემდეგ, რაც ემმა ჰემინგმა ბრიუს უილისი დემენციის გამო სხვაგან გაუშვა საცხოვრებლად, ის ახადებს, რომ მათი სიყვარული ახალ მწვერვალებს იპყრობს

1022
page

ბრიუს უილისის მეუღლე, ემმა ჰემინგი, გულახდილად საუბრობს თემაზე, თუ როგორ გაუძლო მათმა ურთიერთობამ ურთულეს გამოცდას. 47 წლის ბრიტანელი მოდელი ახალ ინტერვიუში აღიარებს, რომ ბრიუსის დაავადებამ დაძაბულობა შეიტანა ქორწინებაში, თუმცა დღეს დარწმუნებით ამბობს, რომ მათი 18-წლიანი სიყვარული ახალ მწვერვალებს იპყრობს.

„თავდაპირველად ცხოვრება ძალიან ბნელი იყო, ერთი ტონალობის, სავსე მწუხარებითა და ტკივილით, თუმცა ახლა ჩვენი კავშირი ახალ ეტაპზეა და ჩვენი სიყვარული მწვერვალებს იპყრობს“, – განუცხადა ემმამ გამოცემა People-ს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ბრიუსი იძულებული გახდა, სპეციალურად ადაპტირებულ სახლში, ოჯახისგან მოშორებით გადასულიყო საცხოვრებლად. ამის გამო ემმა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.

„სახლიდან გააგდო და მიატოვა ავადმყოფობის გამო“ – ემმა ჰემინგი საზოგადოების კრიტიკას პასუხობს

ცნობისთვის, 70 წლის ბრიუს უილისი 2022 წელს ჰოლივუდს ჩამოშორდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მას აფაზია დაუდგინეს, დაავადება, რომელიც მეტყველებასა და სმენის უნარს აქვეითებს. 2023 წელს ოჯახმა გაამხილა, რომ მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა და მსახიობს ფრონტოტემპორალური დემენცია (FTD) დაუდგინდა.

„უმძიმესი გადაწყვეტილება“ – 70 წლის ბრიუს უილისი დემენციის გამო, ოჯახისგან მოშორებით გადაიყვანეს საცხოვრებლად

„ზოგჯერ ბავშვივით იქცევა, ამიტომ მას მეტი მზრუნველობა სჭირდება“ – დემი მური ბრიუს უილისზე ალაპარაკდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები