კოტე მათითაშვილის „კოტკასტს“ სტუმრობდა ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიის სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი და საერთაშორისო პარტნიორი საქართველოში, Nutrition Academy of Georgia-ს დამფუძნებელი თორნიკე ენუქიძე, რომელმაც ვიტამინების ნაკლებობასა და მათ მიღებაზე ისაუბრა:
„პერორალურად მიღებული საკვები დანამატები, ვიტამინები, რასაც წყალთან ერთად ვიღებთ, – მათი ეფექტურობა ჩამორჩება საკვების ბუნებრივ წყაროს. რამდენად ჩამორჩება და ამასობაში ბრენდებს შორის რა განსხვავებაა, დიდი ალბათობით, კაცმა არ იცის. მანამ, სანამ ჩემი კვება არის მრავალფეროვანი, იმდენი გადაჯაჭვულობა ჩნდება და საერთო მამრავლი, მშვიდად ვარ, თუ მოიცავს, როგორც ბურღულეულს, ცისარტყელას პრინციპით გადანაწილებულ ბოსტნეულსა და ხილს, ცხოველურ პროდუქტებს, ზღვის პროდუქტებს, თხილეულ-თესლეულს და პარკოსნებს, საფიქრალი ნაკლები მაქვს. საფიქრალი თუ გამიჩნდება, კითხვას ვსვამ, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა და რაღაც მოხდა ჩემს ორგანიზმში? ამას სჭირდება სპეციალისტის ჩართულობა…“