LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური შემთხვევა უნგრეთში – ექიმებმა არწივს მხედველობა აღუდგინეს

109
Capture

უნგრეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ფრინველს მხედველობა ხელოვნური ბროლის დახმარებით აღუდგინეს. ოპერაცია ჩაუტარდა დაჭრილ არწივს, რომელიც სამი წლის წინ ორნითოლოგიურ კლინიკაში მას შემდეგ მიიყვანეს, რაც მანქანა დაეჯახა, წერს Bird guides.

საწყის ეტაპზე არწივს მოტეხილ ფრთებზე უმკურნალეს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მას სერიოზული ინფექციის გამო თვალებიც დაზიანებული ჰქონდა და თითქმის დაბრმავდა.

ქირურგებმა წარმატებით ჩაატარეს პროცედურა, რომელიც ძალიან ჰგავს კატარაქტის ოპერაციას: დაზიანებული ბროლი 2.5 მილიმეტრიანი ჭრილიდან ამოიღეს და თვალში სპეციალური პლასტიკური ლინზა ჩასვეს.

ოპერაციის შემდეგ არწივს მხედველობა დაუყოვნებლივ აღუდგა. ექიმებმა ფრინველს მინერალური წყლის ბოთლისგან დამზადებული საყელური გაუკეთეს, რათა თვალი არ დაეზიანებინა.

სპეციალისტების თქმით, ეს არა მხოლოდ ვეტერინარიაში, არამედ ბუნების დაცვის საქმეშიც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რადგან მხედველობის აღდგენა გადამწყვეტია იშვიათი სახეობების ველურ ბუნებაში დასაბრუნებლად.

ამჯერად ოპერაცია მარჯვენა თვალზე ჩატარდა, ხოლო უახლოეს კვირებში ექიმები მარცხენა თვალზე ჩარევასაც გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები