LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4996
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი იწყება 23:15 საათზე და გაგრძელდება ღამის 01:00-მდე. ამ ინტერვალში უარყოფითი მთვარის ენერგია საგრძნობლად ამცირებს ყურადღების კონცენტრაციას, რაც შეიძლება ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.

დღის რეკომენდაციები – დღის განმავლობაში მოიმატებს იღბალი ბიზნესში, სიყვარულსა და კომუნიკაციაში. სასიკეთოა მნიშვნელოვანი თემების განხილვა, შესაძლებელია გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა და პაემანის მოწყობა.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელს უწყობს კულინარიას, მშენებლობასა და ფინანსურ ოპერაციებს, მათ შორის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. კარგი დღეა მგზავრობისთვისაც. მოერიდეთ განკიცხვას, აგრესიას, კისრის მკვეთ მოძრაობებს, გაზიან სასმელებსა და სარისკო მოქმედებებს. აკონტროლეთ საფულე და ნუ მიიღებთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს.

პარტნიორული ურთიერთობები – დღე ხელს უწყობს მეგობრულ კონტაქტებს, ქორწინებასა და ახალ ნაცნობობას. სასიკეთოა კომუნიკაცია, ურთიერთობების გამტკიცება და ურთიერთშეთანხმების მიღწევა.

ჯანმრთელობა – ეფექტურია შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემის მკურნალობა, ასევე ვენერიული დაავადებების პროფილაქტიკა. სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები, სახისა და კანის მოვლა, თმის კვება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავის ზონა.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან დადებითად მოქმედებს აქატი, მალახიტი, მარჯანი და ქრიზოპრაზი – მათი ენერგია ხელს უწყობს სასიკეთო კოსმიურ ძალებთან ჰარმონიას. ფერებიდან კი მიზიდულობასა და შარმს გააძლიერებს ყავისფერი, ბეჟი, მწვანე და ყვითელი ტონები.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიურია დღე კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელისთვის. დაძაბულია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები