„ლევან ხაბეიშვილის დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შიში არის მთავარი, რითაც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებს იღებს“, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
ირაკლი კუპრაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილი „მორიგი პოლიტიკური პატიმარია ბიძინა ივანიშვილისა და რუსული რეჟიმის“.
სუს-მა ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა
ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას.
„ლევან ხაბეიშვილის დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შიში არის მთავარი, რითაც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებს იღებს. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ლევან ხაბეიშვილს, ის არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი ბიძინა ივანიშვილისა და რუსული რეჟიმის.
ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის, საპროტესტო ველზე, მათ შორის, არჩევნებზე და აუცილებლად შევძლებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ ქართველი ხალხის წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.