LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონა ახალ ალბომს 2026 წელს გამოუშვებს

125
photo-collage.png (3)

2019 წლის შემდეგ, მადონა ახალ დისკს გამოუშვებს. არტისტის ინფორმაციით, მეთხუთმეტე სტუდიური ალბომი დღის სინათლეს 2026 წლის განმავლობაში იხილავს. პოპის დედოფლის განმარტებით, მომავალი მუსიკალური პროექტი მეათე სტუდიური ალბომის – Confessions on a Dance Floor მეორე ნაწილი იქნება. 2005 წლის ფირფიტა ელექტრო-პოპის, დისკოსა და ჰაუსის ნაზავია და ისეთ საცეკვაო ჰიტებს აერთიანებს, როგორებიცაა: Hung Up, Sorry და Jump.

აღსანიშნავია, რომ მომღერალი მორიგ ჩანაწერს ლეიბლის – Warner Records ქვეშ გამოსცემს. შემსრულებელი დებიუტიდან 2008 წლამდე სწორედ ამ ხმისჩამწერ სტუდიასთან თანამშრომლობდა.

,,თითქმის 2 ათწლეულის შემდეგ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში” – აღნიშნა 67 წლის მუსიკოსმა.

ცნობისთვის, ახალ ალბომზე მუშაობის პარალელურად, მადონა აქტიურადაა ჩართული მისი ბიოპიკის გადაღების პროცესში, რომელიც ჯერ კიდევ 2020-ში დაანონსდა. ფილმში მადონას კარიერის ,,ჰაილაითებს” ვიხილავთ. ბიოგრაფიულ ფილმში საკულტო სუპერვარსკვლავს ,,ნეტფლიქსის” გახმაურებული სერიალის – ,,ოზარკი” ვარსკვლავი, 31 წლის ჯულია გარნერი განასახიერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები