2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დასრულების შემდეგ, საქართველოს წარმომადგენელმა, თამარ ედილაშვილმა პირველ არხთან პირველი კომენტარი გააკეთა.
თამარ ედილაშვილმა ყველა მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა და მომავალ წელს საქართველოს კონკურსზე გამარჯვება უსურვა.
„ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ერთი ხმა მაინც მომცა. ძალიან მადლობელი ვარ. სიტყვებით ვერ აღვწერ, ისეთი სიამოვნება იყო საბავშვო ევროვიზია. ყველაფერს კარგს ვუსურვებ შემდეგი წლის გამომსვლელსაც და გამარჯვება საქართველოს შემდეგ წელს,“ – განაცხადა თამარ ედილაშვილმა.