Warner Bros.-მა ქსელში მეგი ჯილენჰოლის მეორე სარეჟისორო პროექტის – The Bride! თიზერი გამოაქვეყნა.
კინოსურათი, რომელშიც მოვლენები 30-იანი წლების ჩიკაგოში ვითარდება 1935 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური ჰორორის – Bride of Frankenstein ინსპირაციით შეიქმნა და ფრანკენშტაინის მონსტრის საცოლეზე მოგვითხრობს.
,,პატარძალში” მთავარ პერსონაჟებს ჯესი ბაკლი და კრისტიან ბეილი განასახიერებენ.
ფილმში ასევე მეგი ჯილენჰოლის ძმა – ჯეიკ ჯილეინჰოლი და პენელოპე კრუსი გამოჩნდებიან.
ცნობისთვის, The Bride!-ის პრემიერა 2025 წლის 26 სექტემბერს, შემდეგ კი 3 ოქტომბერს იგეგმებოდა, თუმცა ახალი თარიღით ფილმი ეკრანებზე 2026 წლის 6 მარტს გამოჩნდება.