LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

107
საგრანტო პროგრამა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

გამარჯვებული პროექტებია:

  • VocAl – სტარტაპის მიზანია, კომპანიებს დაეხმაროს მომხმარებელთა სატელეფონო კომუნიკაციისა და CX მონაცემების AI-ზე დაფუძნებული ანალიზის გზით, კმაყოფილების დონის ზუსტად შეფასებაში და ხარისხის კონტროლის პროცესის გაუმჯობესებაში. ეს კი შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, 5-ჯერ სწრაფად, 40%-ით ნაკლები ფინანსური და 50%-ით ნაკლები ადამიანური რესურსის დანახარჯით, ეფექტურად შეაფასონ კმაყოფილების დონე და გააუმჯობესონ ხარისხის კონტროლი.
  • WEPRESENT.AI – თანამედროვე streetwear ბრენდი, რომელიც  მომხმარებლებს სთავაზობს ლიმიტირებულ კოლექციებს. სტარტაპის მიზანია შეიქმნას  პლატფორმა, რომელიც ტექნოლოგიასა და მოდას დააკავშირებს.

რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

Dio magti 5g