მსახიობი მაკა ძაგანია, რომელმაც ქალაქური ცხოვრება გვერდზე გადადო და საცხოვრებლად სოფელში გადავიდა, სოფლის ტემპს აქტიურად ერგება.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ბოლო ვიდეოში, მაკა ამბობს, რომ ნახირში მიდის და პროცესის ამსახველ კადრებსაც თავად აქვეყნებს.
„არასოდეს მქონია ძროხის მოწველის გამოცდილება“, – ამბობს მაკა ვიდეოში.
როგორც ირკვევა, მსახიობმა პირველი ყველიც ამოიყვანა.
„იმიტომ მომწონს ჩემი წამოწყება, რომ იმდენ საინტერესო ადგილას და იმდენ გამოწვევებს ვიღებ ემოციებს ვეღარ ვმალავ ხოლმე“, – აღნიშნავს მაკა ძაგანია.
