მომღერალი ნუცა ბუზალაძე „ინსტაგრამზე“ უახლეს ფოტოებს გვიზიარებს. როგორც ნუცა სოციალურ ქსელში წერს, ბოლო პერიოდში ახალი ბრენდი დააარსა, ასევე, გადაიღო მუსიკალური კლიპი და სიახლეების შესახებ ვრცელ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაგვიზიარებს.
„ცხოვრება ლოს-ანჯელესში 🌴 ერთკვირიანი გამოცემა 🎬💫 გადავიღე მუსიკალური ვიდეო, დავაარსე ახალი ბრენდი… მოუთმენლად ველი, როდის გაგიზიარებთ სიახლეებს 🚀“, – წერს ნუცა ბუზალაძე.