ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აპარტამენტში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარებისა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფები.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.