მარიამ შენგელია გადაცემას „ასე მღერიან საქართველოში“ სტუმრობდა.
მარიამმა გადაცემაში დედის შესახებ მოჰყვა და აღნიშნა, რომ დედა მისი საუკეთესო მეგობარია.
მომღერალმა ასევე ბებიაზე ისაუბრა და მის დიდ ამაგს გაუსვა ხაზი.
„დედაჩემი ემიგრაციაშია უკვე დაახლოებით 5 წელია.
ეს თემა ჩემთვის ძალიან ემოციურია..დედაჩემი არის ძალიან ახალგაზრდა, ჩემი საუკეთესო მეგობარია, ვიდრე უფრო დედა.
როცა ჩემგან წავიდა ძალიან რთული იყო, მაგრამ ყველაფერს ეჩვევი. ეს ისეთი ასაკი იყო ყველაზე მეტად რომ გჭირდება გყავდეს გვერდით დედა. ბოლომდე ჩართულია ჩემს ცხოვრებაში, რა ნაბიჯიც არ უნდა იყოს. მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა ბებიაჩემის წვლილი ჩემს ცხოვრებაში იმიტომ, რომ როცა მე გავჩნდი დედაჩემი ძალიან პატარა იყო, შესაბამისად ბებიაჩემი იყო დედაჩემის და დედაჩემის დედაც. ბებიაჩემი არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მომცეს უდიდესი მოტივაცია, რაც შეიძლება გავაკეთო ცხოვრებაში,“ – აღნიშნა მარიამ შენგელიამ.