LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგი ჩემს მეგობრად და ჩემს ყველაზე ახლო ადამიანად დარჩება… დიდი ხანია, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ არ დავშორებულვართ…“ – რას ამბობს ქმართან დაკავშირებით ნინო ჩხეიძე

5250
c993bff7-d889-40e4-abd2-20eae4d092f3

პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნინო ჩხეიძე მეუღლეზე გიორგი კორახაშვილზე საუბრობს და განმარტავს, რომ ის მორალურად სულ მის გვერდითაა და ყველაფერში ეხმარება.

„ბოლო პერიოდი, პიროვნულად ჩემთვის გარდამტეხი იყო, რაც ძალიან მომწონს. მომწონს ისეთი მე, ახლა როგორიც ვარ… ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გვერდით როგორი ადამიანები გყავს, ყოველთვის აღვნიშნავ, ჩემი მეუღლე რომ არ შემხვედროდა ასეთი და ასე არ დამდგომოდა გვერდით, ვერაფერს გავაკეთებდი, ამხელა ძალა არ მექნებოდა. იმიტომ, რომ ადამიანები ჰარმონიულად უნდა მოქმედებდნენ შენ გარშემო.

რაც შეეხება გიორგის, ჩემს ცხოვრებაში არის ძალიან ძვირფასი ადამიანი. რატომღაც, ყოველთვის, როცა ახალ საქმეს ვიწყებ, გიორგი ჩემთვის საყრდენი კედელია. ასეა დღემდე… ახალ საქმეს ვიწყებ და ამას ექსკლუზიურად მხოლოდ და მხოლოდ „პრაიმტაიმში“ ვიტყვი.

ბოლო დროს, ცოტა რთული პერიოდი მქონდა და გიორგი გვერდით დამიდგა. მე რომ ამ ახალ საქმეზე ვყოყმანობდი, როგორც თავის დროზე სიმღერის დროს, ვერ ვბედავდი საჯაროდ გამეტანა, გიორგიმ მითხრა, რომ უნდა გააკეთოო და თვითრწმენა ჩამიდო… ახლაც, ამ საქმეში ჩაერთო…” – ამბობს ჩხეიძე.

„მე და გიორგის არც გვიჩხუბია, არც დაშორებულები ვართ… უბრალოდ, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ დიდი ხანია. კონფლიქტი ჩემსა და გიორგის შორის არასდროს გვქონია. საჯარო დაშორება არ გვქონია. ჩემი სტატუსი რას ნიშნავდა, ამას ჩემთვის დავიტოვებ, ძალიან პირადი, არ მინდა, გავქექო და გამოვქექო. გიორგი ჩემს მეგობრად და ჩემს ყველაზე ახლო ადამიანად დარჩება, ასეთი ბევრი ადამიანი არ არსებობს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g