კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კოალიციისა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ირაკლი კუპრაძემ კრწანისისა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მოსახლეობას ქალაქის მომავალი განვითარების ხედვა გააცნო.
„თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, თამარ ბოყოველთან და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ლანა გალდავასთან ერთად მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს და მოსახლეობას ქალაქის მომავალი განვითარების ხედვას აცნობენ.
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ გუნდის მიზანი ძლიერი, უსაფრთხო და მოქალაქეზე ორიენტირებული გარემოს შექმნაა“, – წერია კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, თამარ ბოყოველთან და…
Posted by ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo on სამშაბათი, 30 სექტემბერი, 2025