LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კალანდარიშვილი: „გვესმის განცხადებები პროვოკაციებთან დაკავშირებით – ჩვენ შსს-სთან გვექნება მჭიდრო კოორდინაცია, რათა არცერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჰქონდეს ადგილი“

126
გიორგი კალანდარიშვილი

„გვესმის განცხადებები პროვოკაციებთან დაკავშირებით – ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვექნება მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა, რათა არც ერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჰქონდეს ადგილი“, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკოს თავმჯდომარემ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით

ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები გაიმართება.

კალანდარიშვილის განცხადებით, ცესკო-მ არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა.

„სამწუხაროდ, ჩვენც გვესმის ასეთი ტიპის განცხადებები [პროვოკაციებთან დაკავშირებით], თუმცა როგორც იცით, კანონმდებლობა განსაზღვრავს როგორც საარჩევნო უბნის შიგნით, ასევე მის გარეთ გარკვეულ რეგულაციებს, ისევე როგორც უწყებებს შორის კომპეტენციის ფარგლებს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ, არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე კვირის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმი გავაფორმეთ. ჩვენ გვექნება მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა, რათა არც ერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჰქონდეს ადგილი – როგორც მინიმუმ იყოს პრევენცირებული, ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული ზომები, რათა არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას არ შეექმნას საფრთხე,“ – განაცხადა კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილი: „ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777-ზე ტრადიციული წესით ჩატარდება, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს

ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება და ყველა მათგანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, არჩევნები, რომლის შედეგადაც მოქალაქეები 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევენ, 08:00 საათზე […]

magti 5g