LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბინიდან ჯერ პარკი გადმოვარდა, ტანსაცმელები იდო… წამებში გადმოვარდა ბავშვი, მერე დედა და ბოლოს მამაკაცი…“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ისანში მომხდარ ტრაგედიაზე

6818
პოლიცია

თბი­ლის­ში წუ­ხელ სამი ადა­მი­ა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. შემ­თხვე­ვა ისანში, ნავ­თლუ­ღის ქუ­ჩა­ზე მოხ­და.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო.

თბილისში სამი ადამიანი: მშობლები და შვილი გარდაცვლილი იპოვეს – არსებული ინფორმაციით, მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა

AMBEBI.GE- მ მომხდართან დაკავშირდებით დეტალები გაარკვია.

გამომცემლობისთვის, ცნო­ბი­ლი გახ­და, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი არ არი­ან. მათ ბინა „არ­ქის“ კორ­პუ­სის 20-ე სარ­თულ­ზე ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ.

„და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე, გა­ვი­გე ძლი­ე­რი და­ცე­მის ხმა. მა­ლე­ვე ეზო გა­ივ­სო პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნე­ბით. თქვეს, რომ დედ-მამა და ბავ­შვი ნა­ხეს ეზო­ში გარ­დაც­ვლი­ლი. მი­ზე­ზი სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნაა. რო­გორც თქვეს, მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის, ზედა სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­დნენ”.

“02:30 სა­ათ­ზე მოხ­და, ჯერ ბავ­შვი გად­მო­ვარ­და, მერე დედა და ბო­ლოს მა­მა­კა­ცი. სა­ში­ნე­ლი ხმა იყო. და­ახ­ლო­ე­ბით 17-18 წლის ბიჭი იქ­ნე­ბო­და. ქი­რით იყ­ვნენ, ეს იმ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რი კომ­პლექ­სია, თით­ქმის ყვე­ლა ბინა გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლია, ბი­ნი­დან ჯერ პარ­კი გად­მო­ვარ­და, ტან­საც­მე­ლე­ბი იდო, წა­მებ­ში ბავ­შვი გად­მოჰ­ყვა, მერე დედა და რა­ღაც უმ­ნიშ­ვნე­ლო ინ­ტერ­ვალ­ში მა­მა­კა­ცი”, – უყ­ვე­ბიან ambebi.ge-ს ად­გი­ლობ­რი­ვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g