LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ჯეი ჯეი ახალ ალბომს გამოუშვებს

140
photo-collage.png (10)

7 წლიანი პაუზის შემდეგ, ჯესი ჯეი ახალ დისკს გამოუშვებს. Don’t Tease Me with a Good Time – ასე ჰქვია არტისტის მეექვსე სტუდიურ ალბომს, რომელიც გაყიდვაში 28 ნოემბერს ჩაეშვება.

მომღერალი მომავალ მუსიკალურ პროექტზე 5 წელი მუშაობდა და მასში თავი 16 ტრეკს მოუყარა. ფირფიტიდან უკვე ცნობილია ორი სინგლი – No Secrets და Living My Best Life.

ცნობისთვის, ჯესი ჯეიმ 2018 წელს ორი სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგან ერთი პირველი საშობაო კრებული იყო.

შეგახსენებთ, რომ ჯესი ჯეიმ ივნისში, Capital’s Summertime Ball-ზე გამოსვლისას საჯაროდ გაამხილა, რომ მკერდის სიმსივნის ადრეული სტადია დაუდგინეს. ივლისში მან პირველი ოპერაცია ჩაიტარა, ექვსი კვირის შემდეგ კი ქირურგიული ჩარევა კვლავ დასჭირდა. ჩატარებული ანალიზების მიხედვით, კიბოს უჯრედები არ გავრცელებულა, თუმცა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

,,ეს ჩემი უკანასკნელია შოუა, რის შემდეგაც კიბოსთან ბრძოლას დავიწყებ” – ჯესი ჯეიმ კონცერტისას მსმენელს მიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები