LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში ვირებმა ერთდროულად რამდენიმე მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

109
split-header-with-two-donkeys

ინგლისში, ლინკოლნშირის საგრაფოს მკვიდრი ორი ვირი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. დერიკი ცოცხალ ვირებს შორის ყველაზე მაღალია – მისი სიმაღლე 167 სანტიმეტრია. ხოლო დერიკის მეგობარი ბამბუ, რეკორდების წიგნში 35 სანტიმეტრის სიგრძის ყურების დამსახურებით მოხვდა. სიახლის შესახებ თავად გინესის რეკორდების წიგნი წერს.

დერიკი და ბამბუ ეროვნულ ნაკრძალში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. დერიკის სიმაღლე საშუალო მაჩვენებელზე 20 სანტიმეტრით მეტია. მას ძალიან უყვარს ადამიანების გარემოცვა და დიდი ძაღლივით ყველგან მათ დაჰყვება. ვირს ასევე ძალიან უყვარს ტკბილეული და ზოგადად ჭამა, ერთ კვირაში მას 200 კილოგრამი თივა არ ჰყოფნის.
რაც შეეხება მის მეგობარს, მას ნაკრძალის თანამშრომლები „ყველაზე კეთილ და სასაცილო ვირს“ ეძახიან.

ბამბუ ძალიან საყვარელი და მეგობრულია. უზარმაზარი ყურები აქვს, თუმცა იმდენად ჯიუტია, რომ თითქოს არც არაფერი ესმის.

აღსანიშნავია, რომ ნაკრძალის ვიზიტორებს სურვილის შემთხვევაში მათზე მეურვეობის აღება შეუძლიათ, რაც ვირების მოვლა-პატრონობაში მონაწილეობის მიღებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები