LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კაცის ცხოვრების გამართლება და ბედნიერებაა, თუ ღმერთი ოთხ თაობაზე ზრუნვის შესაძლებლობას მისცემს“ – გია მურღულია

183
imedinews-58

გია მურღულია ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიზნად ბედნიერების და პასუხისმგებლობის გაგებას მიიჩნევს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„კაცის ცხოვრების გამართლება და ბედნიერებაა, თუ ღმერთი ოთხ თაობაზე ზრუნვის შესაძლებლობას მისცემს – მშობლებზე, შვილებზე, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებზე.

ამისთვის მან 75 წელი მაინც უნდა იცოცხლოს.

ცნება “კაცი” მხოლოდ ბიოლოგიურ განზომილებას არ გულისხმობს – სულიერი და ზნეობრივი განზომილებაც არის.

მზრუნველობა მისი მოვალეობა და პრივილეგიაა.

ამისთვის ის სიცოცხლისუნარიანი, ენერგიული და შემოსავლის მქონე უნდა იყოს.

რა ქმნის ამ პირობას? – ფიქრი, ახალი იდეები, მიზანსწრაფვა, შრომისმყვარეობა, გარჯა და პასუხისმგებლობა.

ღმერთი ამ მოვალეობასაც გაძლევს და მისი აღსრულების შესაძლებლობასაც.

ერთ მშვენიერ დღეს მას თვალს ვერ გაუსწორებ, თუ მზრუნველობაზე უარი თქვი.

თუ კაცი ხარ, შენ ხარ შვილი, შენ ხარ მამა და შენ ხარ ბაბუა.

შენ უნდა იყო სიყვარული, ძალა, ღირსება და იმედი.

შენ უნდა იყო კედელი, რომელიც სიცოცხლისა და სიკვდილის მიჯნამდე მყარად დგას სიკეთის, ღირსების, თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვენიერების მხარეს; იცავს ქალებს, ბავშვებს, სუსტებს და რასაც სხვებს ასწავლის, თავადაც ისე ცხოვრობს.

ადვილი არ არის, მაგრამ მხოლოდ ეს ბადებს სინათლეს თვალებსა და გულში.

თუ კაცი ხარ, იყავი ღირსი შენი პასუხისმგებლობის.

გახსოვთ ფილმი “ქალის სურნელი”? ბრმა პოლკოვნიკი ფრენკ სლეიდი (ალ პაჩინო თამაშობს) დაახლოებით ასე ამბობს:

“როდესაც ყველა გარბის, კაცები რჩებიან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g