LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალგეთის ეროვნულ პარკში 200 ფრთა კაკაბი და 200 ფრთა გნოლი ველურ ბუნებაში გაუშვეს

378
ალგეთის ეროვნული პარკი

ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა, ალგეთის ეროვნულ პარკში, წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე, პოპულაციის აღდგენის მიზნით, ადგილობრივი სახეობა – 200 ფრთა კაკაბი და 200 ფრთა გნოლი ველურ ბუნებაში გაუშვეს. ალგეთის ეროვნულ პარკში გაშვებული ფრინველები სოფელ ჭორვილის მეფრინველეობის ფერმიდანაა.

ფრინველების ველურ ბუნებაში გაშვების პროცესში ველური ბუნების სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიებზე სახეობების აღდგენა და კონსერვაცია ველური ბუნების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ორივე სააგენტო არაერთ პროექტს ახორციელებს.

კაკაბი ველური ბუნების სახეობაა და ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მისი საცხოვრებელი ადგილებია უტყეო, კლდიანი და ძეძვით დაფარული გორაკებია. კაკაბი ფართოდ იყო გავრცელებული თბილისის ირგვლივ განლაგებულ მთებსა და გორაკებზეც, ხოლო გნოლი საქართველოში ბინადრობს, ზამთარში მომთაბარეობს. ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე.

აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება.

Dio magti 5g