LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ დაიბრუნა თავისი ნამდვილი გვარი თამუნა მუსერიძემ: „არ ვეძახი მამას, უფრო სწორად, ვერ ვეძახი და სახელით მივმართავ…“

1275
თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ (20 ოქტომბრის ნომერი) საუბრობს იმის შესახებ, რატომ ვერ ეძახის მამას გურგენ ხორავას:

„არ ვეძახი მამას, უფრო სწორად, ვერ ვეძახი და სახელით მივმართავ. გურგენი ჰქვია, გვარად ხორავაა. ვიცი, რომ ბიოლოგიური მამაა, მისი შვილი ვარ, მაგრამ მიჭირს მამის დაძახება, ძალიან რთულია. დედმამიშვილებთან კი ისეთი დამოკიდებულება მაქვს, გეგონება, ერთად გავიზარდეთ. მე ბიოლოგიური მამის მესამე შვილი ვარ და აღმზრდელი მშობლების მხრიდან კიდევ ერთი ძმა მყავს. ანუ ოთხი დედმამიშვილი ვართ და მათში ძალიან გამიმართლა…“

ტელესახე ასევე საუბრობს იმის თაობაზეც, რატომ არ დაიბრუნა თავისი ნამდვილი გვარი:

„არც შემოთავაზება ყოფილა ბიოლოგიური მამისგან, გვარი შემეცვალა და არც შევიცვლიდი, რადგან ეს იქნებოდა ჩემი მხრიდან გამზრდელი მშობლების ღალატი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g