25 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „რანინას“ ნახევარფინალი გაიმართება.
ნახევარფინალისტებს შორის არის გაბრიელ ბოდაველი.
„გაბრიელი ბიჭია, რომელსაც ძალიან ომახიანი ხმა აქვს. ჩვენ მოვიხიბლეთ, როდესაც მან ქართული ხალხური სიმღერა იმღერა. საოცარი ჩახვევები აქვს. ერთ ბგერაშივე მიხვდები, რომ გაბრიელი მღერის“, – ამბობენ ჟიურის წევრები გაბრიელ ბოდაველზე.
გაბრიელის ნამღერს სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს.
„ძალიან ბევრი წარმატება ამ საოცარ ბიჭუნას“,
„გაბრიელი ნამდვილად შეუდარებელია თავისი ხმის ტემბრით, ვიზუალითა და ქართული გენით“,
„ზე მუსიკალური და უნიჭიერესი გაბრიელი“, – ვკითხულობთ გაბრიელის გამოსვლის ვიდეოს კომენტარებში.
ცნობისთვის, 6 ნახევარფინალისტი „რანინას“ VIII სეზონის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
გამარჯვებული კი 2025 წლის „საბავშვო ევროვიზიაზე“ წარდგება, რომლის მასპინძელი ქვეყანა წელს საქართველო იქნება.
