LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება Porsche-ს ახალი მოდელები

108
როგორ გამოიყურება Porsche-ს ახალი მოდელები

Porsche-ს ამიერიდან Ferrari-სა და McLaren-ის ყოფილი თანამშრომელი, მიხაელ ლაიტერსი უხელმძღვანელებს.

Porsche-მ ახალი გენერალური დირექტორის სახელი გამოაცხადა: 2026 წლის 1-ლი იანვრიდან კომპანიის სათავეში მიხაელ ლაიტერსი ჩაუდგება. ინჟინერი, რომელიც  Cayenne-ზე მუშაობდა და ადრე McLaren-ის ხელმძღვანელი იყო, აპირებს ბრენდი ახალ დონეზე აიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს Porsche-მ ოლივერ ბლუმეს შემცვლელის ძებნა დაიწყო. ბლუმე ერთდროულად მართავდა Porsche-სა და Volkswagen ჯგუფს, რაც ინვესტორებს არ მოსწონდათ. 2022 წლის სექტემბრიდან, როცა Porsche  ბირჟაზე გამოჩნდა, აქციონერებმა ბლუმეს მოუწოდეს, ერთ რამეზე ფოკუსირებულიყო – მათი აზრით, „ორმაგი დატვირთვა“ ეფექტურ მართვას ხელს უშლიდა.

ამავე დროს კომპანია რთულ პერიოდს გადიოდა – სპორტქარების მოთხოვნის შემცირება ჩინეთში, ელექტრომობილებზე გადასვლის დაგვიანება და აშშ-ში გადასახადების ზრდა. ამ ყველაფერმა წარმოების პროგნოზის შემცირება გამოიწვია.

ცნობილი გამოცემები რამდენიმე შესაძლო შემცვლელს ასახელებდნენ: მიხაელ შტაინერი (Porsche-ის კვლევისა და განვითარების საბჭოს წევრი), Volkswagen-ის სტრატეგიული დირექტორი შტეფან ვეკბახი, Bentley-ის ხელმძღვანელი ფრანკ-შტეფენ ვალიზერი და Skoda-ს ხელმძღვანელი კლაუს ზელმერი.

თუმცა, საბოლოო არჩევანი მიხაელ ლაიტერსზე შეჩერდა: Porsche-ის ოფიციალურ პრესრელიზში დადასტურდა, რომ ის გენერალური დირექტორის პოზიციას 2026 წლის 1-ლი იანვრიდან დაიკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები