ტელესახე თაკო კორინთელი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, როდის შეეშინდა ყველაზე მეტად.
– როდის განიცადე ყველაზე დიდი შიში?
– პირველი ყველაზე დიდი შიში ბაბუის გარდაცვალებისას განვიცადე, დაახლოებით, 8 წლის წინ. მას შემდეგ ყველაზე მეტად ჩემი გარშემო მყოფების ცუდად ყოფნის მეშინია. მინდა, ჩემზე კარგად იყვნენ. ბაბუას გარდაცვალებამ დიდი დაღი დამასვა. თითქოს, საყრდენი გამომეცალა. ის ჩემთვის სამაგალითო ადამიანი იყო. მერე ბებია გარდაიცვალა. მერე – კიდევ რამდენიმე ადამიანი, ვის გამოც დიდი ნერვიულობა და ტკივილი გადავიტანე, მაგრამ ბაბუა იყო პირველი, ვინც უკვდავი მეგონა და უცებ რომ მივხვდი, აღარ მეყოლებოდა, ძალიან განვიცადე.
