LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეძლებული მშობლების შვილი რომ ვყოფილიყავი, გათამამებულად მეცხოვრა და ადრეული ასაკიდან არ დამეწყო შრომა, ვფიქრობ, ასეთი ძლიერი არ ვიქნებოდი…“ – რატომ დაიფიცა თამო ვაშალომიძემ, რომ მის ცრემლს ვერავინ ნახავს

414
page

თამო ვაშალომიძე პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მისი ბავშვობა ბედნიერ და უზრუნველ ცხოვრებაში ჩაივლიდა.

– როგორ ფიქრობ, შენ რომ შეძლებული მშობლები გყოლოდა, გათამამებულად გაზრდილიყავი და ადრეული ასაკიდან არ დაგეწყო დამოუკიდებლად ცხოვრება და შრომა, დღეს ვინ იქნებოდი?

– შეძლებული მშობლების შვილი რომ ვყოფილიყავი, გათამამებულად მეცხოვრა და ადრეული ასაკიდან არ დამეწყო შრომა, ვფიქრობ, ასეთი ძლიერი არ ვიქნებოდი. სიძლიერეს გვასწავლის იმედგაცრუება, ტკივილი, დაცემა, გადავლა, ბულინგი, მარტო ყოფნა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი. ალბათ, რომ არა ეს ყველაფერი, შესაძლოა, ვყოფილიყავი ფინანსურად ძლიერი, მაგრამ სულიერად ძლიერი ვერ ვიქნებოდი. შეიძლება, მტკიოდეს, ვტიროდე და განვიცდიდე, მაგრამ უცებ გაისმას ზარი და უცხოეთში გეგმებზე დავიწყო საუბარი. შეიძლება, მეტირა, მებღავლა, მაგრამ კანის ფესტივალზე, წითელ ხალიჩაზე გასულს, ვერავის შეემჩნია გასული წამების განცდა, ტკივილი და ცრემლი. ერთ-ერთი დრამის მერე დავიფიცე, რომ ჩემს ცრემლს, თუნდაც სიხარულის, სახალხოდ ვერავინ დაინახავდა. ვცდილობ, ეს პირობა შევასრულო. სახალხოდ არა, თუმცა, მეგობრებთან გულწრფელად ტირილიც მოსულა, სიხარულის ცრემლებიც და განცდების გაზიარებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g