მონაცემთა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბაზამ Numbeo იმ ქვეყნების რეიტინგი განაახლა, სადაც ღვინო ყველაზე ძვირი/იაფი ღირს.
კვლევა მარკეტებში არსებულ ფასებს ეყრდნობა.
კვლევის თანახმად, 1 ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი (22.95 დოლარი) სინგაპურში ღირს, ხოლო ყველაზე იაფი (0.80 დოლარი) – ირანში.
რეიტინგში მოხვედრილ 95 ქვეყანას შორის საქართველო 77-ე ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში 1 ბოთლი ღვინის საშუალო ღირებულება 5.88 დოლარს შეადგენს.
