LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Mazda-მ კონცეპტუალური კუპე Vision-X წარადგინა

105
ფოტო Mazda-მ კონცეპტუალური კუპე Vision-X წარადგინა

Mazda Vision-X – ახალი ჰიბრიდული კუპეა, რომელიც კომპანიამ პირველად  ტოკიოში გამართულ Japan Mobility Show 2025-ზე წარადგინა. ავტომობილი სერიულად შეიძლება მხოლოდ 2035 წელს გამოვიდეს.

კუპე გამოირჩევა გამოკვეთილი აეროდინამიკური ფორმითა და ჩაშენებული კარის სახელურებით. ზომით ის უფრო დიდია, ვიდრე Mercedes-Benz CLS. დიზაინის მხრივ, Vision-X გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს Mazda-ს თანამედროვე მოდელებთან – EZ-6-თან და EZ-60-თან.

სალონში ყურადღებას იპყრობს უზარმაზარი მულტიმედიური ეკრანი, რომელიც მიმართულია წინა მგზავრისკენ, ხოლო მძღოლის მხარეს  კლასიკური მრგვალი კომბინირებული მრიცხველებია განთავსებული. საჭე შესრულებულია რეტრო სტილში.

ტექნიკურად, Mazda Vision-X არის ჰიბრიდი, რომლის საერთო სიმძლავრე 510 ცხენის ძალას აღწევს.

Mazda აცხადებს, რომ სინთეზური საწვავის განვითარებაზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს და Vision X-Coupe წყალმცენარეებისგან დამზადებული ბიო-საწვავით შეძლებს გადაადგილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები