ანდრო დგებუაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ცხოვრების მთავარ პრინციპზე საუბრობს – ადამიანის შინაგან პასუხისმგებლობაზე.
მისი თქმით, ადამიანის მიერ საკუთარი თავის წინაშე სიმართლის აღიარება არის პირველი ნაბიჯი პიროვნული ზრდისა და თვითშემეცნებისკენ.
„ერთადერთი პრაქტიკული რჩევა რასაც ვიძლევი – ერთხელ, ცხოვრებაში გამოკეტეთ კარები, ამ თუ გინდათ ძილის წინ ბალიშზე თავის დადებისას, ან სულ ერთია და საკუთარ თავთან უნდა დადო აღთქმა, რომ საკუთარ თავთან არ მოიტყუები არასოდეს. ჯანდაბას სხვას, მაგალითად მეზობელს მოატყუებ, ბავშვს მოატყუებ, ვიღაცას მოატყუებ, მაგრამ საკუთარ თავს არ მოატყუებ არასოდეს, ეს არის ნომერ პირველი ნაბიჯი. ეს იმას ნიშნავს, რომ იღებ პასუხისმგებლობას, რომ გაიგო რა არის ნაღდი საკუთარ თავთან მიმართებაში. თუ ამის ძიებას იწყებ, მაშინ შენ უკვე გადადიდხარ იმ მდგომარეობაში, რომ საკუთარ თავს აკვირდები გვერდიდან“, – ამბობს ანდრო დგებუაძე.
