9 ნოემბერს ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის დაბადების დღეა. მისი მეგობარი ინგა გრიგოლია, ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს.
„ჯაკო – 40 წლის. შენ გაგიმარჯოს, ჩემო მონატრებულო მეგობარო, სადაც ხარ და როგორც ხარ. მე მაინც მგონია, რომ სადღაც მოგზაურობიდან უნდა დაბრუნდე, მოქანდე და რაღაც უცნაური თავგადასავალი უნდა მომიყვე, რაც თავს გადაგხდა.. ამდენი წელია სულ ეგეთი განცდა მაქვს… ძალიან სევდიანია ეს დღე. გილოცავ დაბადების დღეს მგონია, რომ გესმის ყველაფერი ..მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ“, – წერს ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, ლევან ჩხაიძე ბუდაპეშტში, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.
