LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკოლოზს გაუმარჯოს“ – ნიკოლოზ ხარატი 15 წლის გახდა

593
ნიკო9ლოზ ხარატი

მომღერალი ნიკოლოზ ხარატი იუბილარია. აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკოლოზის დედა, ელისო არაბიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

„15, ჩემს ნიკოლოზს გაუმარჯოს, გილოცავ დეე.  HBD“, – წერს ელისო არაბიძე. 

ნიკოლოზს იუბილეს მომღერალი და მეგობარი, გიორგი შაშვიაშვილიც ულოცავს.

„დღეს მართლაც დიდი კაცის და ჩემთვის ყველაზე სანდო ძმაკაცის ნიკოს დაბადების დღეა. ნიკო ჩემო ძმაო გილოცავ შენს დღეს,ღმერთმა ჯანმრთელი და გახარებული გამყოფოს შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად მაგრად მიყვარხარ ძმაო და მეიმედები. ჩვენს ნიკოლოზს გაუმარჯოს“, – წერს გიორგი შაშვიაშვილი. 

ნიკოლოზ ხარატს დაბადების დღეს საჯაროდ, სოციალურ ქსელში ულოცავს „ვოკალის აკადემია“, რომლის აღზრდილიც არის ნიკოლოზ ხარატი.

„ვოკალის აკადემია ულოცავს ნიკოლოზ ხარატს დაბადების დღეს!

უნიჭიერეს მომღერალს, რომელიც ყოველ დღე გვახსენებს, რამდენად ძლიერი და ემოციური შეიძლება იყოს მუსიკა.

ვოკალის აკადემიის მთელი გუნდი გისურვებს უსასრულო შემოქმედებით ენერგიას, წარმატებებს და ყველა მიზნის ასრულებას! გვიყვარხარ“, – აღნიშნულია ვოკალის აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ მისალოც ტექსტში.

🥳ვოკალის აკადემია ულოცავს ნიკოლოზ ხარატს დაბადების დღეს! 🎂 უნიჭიერეს მომღერალს, რომელიც ყოველ დღე გვახსენებს, რამდენად…

Posted by ვოკალის აკადემია on კვირა, 09 ნოემბერი, 2025

ნიკოლოზ ხარატი საზოგადოებამ პროექტ „რანინადან“ გაიცნო. არაჩვეულებრივი შესრულებით მან უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი, რადგან მის მიერ შესრულებული სიმღერები საოცრად შთამბეჭდავია. 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „აჭარულის“ შესრულება, რომელსაც მუსიკოს ზვიად ბოლქვაძესთან ერთად ასრულებს.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g