LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep ახალი Wrangler წარადგინა – Hemi ძრავით, გიგანტური საბურავებით და მოულოდნელად ხელმისაწვდომი ფასით

105
Jeep ახალი Wrangler წარადგინა - Hemi ძრავით, გიგანტური საბურავებით და მოულოდნელად ხელმისაწვდომი ფასით

Jeep Wrangler 392 ყოველთვის ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ექსტრემალურ ჯიპად. როდესაც Stellantis-მა (Jeep-ის მფლობელმა კომპანიამ) პირველად გამოაცხადა Hemi V8 ძრავების წარმოების შეწყვეტა, ბევრმა იფიქრა, რომ ეპოქა დასრულდა. თუმცა Jeep-მა გადაწყვიტა, ლეგენდარული 6.4-ლიტრიანი Hemi კვლავ დაეტოვებინა და ახლა ის ოფიციალურად ბრუნდება სრულიად ახალ ფორმაში: 2026 Jeep Wrangler Moab 392-ში.

ყველაზე დიდი სიურპრიზი? ფასი მხოლოდ 81 990 დოლარია, ანუ თითქმის 20 000-ით ნაკლები, ვიდრე წინა 392 ვერსია.

Moab 392 ეძღვნება მოაბს (Moab, იუტა) – იმ ადგილს, რომელიც Jeep-თვის წმინდა ადგილად ითვლება და სადაც ყოველ წელს  ცნობილი Easter Jeep Safari ტარდება.

Jeep Wrangler Moab 392 აღჭურვილია იმავე ბრუტალური 6.4-ლიტრიანი Hemi V8 ძრავით, რომელიც  470 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ძირითადი ტექნიკური განახლებები მოიცავს:

17-დიუმიან ტიპის დისკებს და 35 დიუმიან ყველა ტიპის საბურავებს.

სალონში მძღოლს ხვდება:

Nappa-ს შავი ტყავის სავარძლები, გათბობის სისტემით;

Alpine-ის პრემიუმ აუდიო სისტემა,

და 12.3-დიუმიანი საინფორმაციო ეკრანი ნავიგაციით.

როგორც დამატებითი ოფცია, ხელმისაწვდომია Sky One-Touch ელექტრო სახურავი და ყველა სეზონზე გამოსაყენებელი ფარები.

ბრენდის განცხადებით, ყოველი გაყიდული Wrangler Moab 392-ის შემდეგ Jeep გარკვეულ თანხას ოფროუდ ტერიტორიების დაცვისა და შენარჩუნების პროგრამებში დააბანდებს, თუმცა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Jeep Wrangler Moab 392-ის საწყისი ფასი 81 990 დოლარია და მისი შეკვეთა უკვე შესაძლებელია Jeep-ის დილერებთან.

გარდა ამისა, Jeep იწყებს ახალ კამპანიას სახელწოდებით “Operation Airdrop”, რომელიც მოიცავს ვიდეოებს, თამაშებსა და თიზერებს მომავალი განსაკუთრებული მოდელების შესახებ – ეს ყველაფერი Jeep-ის 85-წლიანი ისტორიის აღსანიშნავად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები