LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მოშორდი” – ვიდეო, რომელშიც სინტია ერივო არიანა გრანდეს ვარსკვლავების ცნობილი სტალკერისგან იცავს ვირუსულად ვრცელდება

147
photo-collage.png (40)

ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც სინტია ერივო არიანა გრანდეს მოულოდნელი თავდასხმისგან იცავს.

საქმე ისაა, რომ ,,ალქაჯი: ნაწილი 2”-ის პრომო ტურის ფარგლებში, ფილმის სამსახიობო შემადგენლობა სინგაპურს სტუმრობდა.

კადრებში, რომელთაც ინტერნეტი მოიცვა ჩანს, რომ მაშინ, როცა ისინი წითელ ხალიჩაზე გადაადგილდებოდნენ და ფანებს ესალმებოდნენ, მათგან ერთ-ერთმა ბარიკადები გაარღვია და არიანა გრანდესთან მივარდა.

დაბნეულ და შეშინებულ გრანდეს თავდამსხმელი დაცვის რეაგირებამდე, ერივომ აარიდა.

,,მოშორდი მას” – ისმის ვიდეოში, რა დროსაც აღშფოთებული სინტია არიანას ეფარება.

ამ ფაქტს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერენ, რომ საზოგადოებას ვარსკვალების მიმართ მეტი პატივისცემა მართებთ.

აღმოჩნდა, რომ თავდამსხმელი ვარსკვლავების ცნობილი სტალკერია და ყურადღების მისაქცევად მსგავს შემთხვევებში აქამდეც შემჩნეულა. არაადეკვატური ქმედებით მოთვალთვალე კეტი პერისა და the Weeknd-ის კონცერტებზეც გამოჩნდა, როცა არტისტებს სცენაზე აუვარდა.

არიანა გრანდე 1952 წლის შავი კაბით ლონდონურ პრემიერაზე

შეგახსენებთ, რომ Wicked: For Good ქართულ კინოგაქირავებაში, 20 ნოემბრიდან ჩაეშვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები