LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი საქართველო დაგცინის. ჯობია ის გაიხსენო, ფადი როგორ გაამწარე“ – ციცინო შურღაია ია ფარულავას მიმართავს

2162
2025-11-16_01-09-02_017117

ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ „ზმნასთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რა განხეთქილება მოხდა, მასსა და ია ფარულავას შორის.

ციცინომ აღნიშნა, რომ მან იასგან ბინა შეიძინა, რომლის დაცლასაც ძალიან დიდხანს სთხოვდა.

„ელიტა მილოცავს, კიდევ კარგი, საერთოდ ქუჩაში არ დარჩი და ყველაფერი არ წაგართვაო“ – რას ჰყვება ციცინო შურღაია ია ფარულავაზე

ციცინო შურღაია ამჯერადაც ია ფარულავას მიმართავს და სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს:

„ია ფარულავას! ბესო კალანდაძეზე და დედამისზე რაც გითქვია მაგას ვერანაირი ბოდიში ვერ უშველის. ისე მართლა ბესოს კლანი ხარ და დღეს ერთნაირად. მეზიზღებით ორივე. ან შენ საქციელთან ბესო რა შუაშია.

ჯობია ის გაიხსენო, ფადი როგორ გაამწარე. ერთი მეგობარიც არ გყავს. შენი საქციელი არაფერში არ ჯდება.

კომენტარები ნახე, შენი პოლიტიკური დებილობების ქვეშ. მთელი საქართველო დაგცინის. ეს სკანდალი შენ დაიწყე „ვანოს შოუში“ და აწი მე ვიცი, რასაც ვიზამ.

მაგას ჯობდა ბოდიში მოგეხადა ტყუილებისთვის და ფული დაგებრუნებინა. მაგრამ ინტელექტი არ გყოფნის. ფულზე კი ყველას გაყიდი და უღალატებ“, – წერს ციცინო შურღაია.

„რა გამაყიდინა ან რაის ქუჩაში დამტოვა?“ – ტარიელ სუარი ფარულავა-შურღაიას სკანდალს ეხმიანება

ვიდეო: „მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენი გზები გაიყო“ – რას ჰყვება ია ფარულავა ციცინო შურღაიაზე

„მოღალატე ქალის ბინაში რა გინდა? კაცი არ ხარ?“ – ციცინო შურღაია ტარიელ სუარს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g