მომღერალი ნინო ჩხეიძე გადაცემის „ნოესთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც საოცარ ამბავს გვიყვება.
როგორც ის გვიამბობს, პირველი შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ, უფალმა მას ნანატრი შვილი აჩუქა.
„პირველი ბავშვი დავკარგე, სამ თვეზე ორსულობა შეწყდა…თურქეთში წმინდა მარიამის სახელობის ტაძარში უფალს შევთხოვე, თუ არსებობ სადმე, გეხვეწები, ახლა დავრჩე ორსულად და გპირდები ბავშვს მარიამს დავარქმევ…
ზუსტად ორ კვირაში დავრჩი ორსულად და ბავშვს მარიამი დავარქვი…ძალიან დიდი ბედნიერება იყო, თუმცა ამასთან შიში, პასუხისმგებლობა. ერთი სული მქონდა დედასთან წავსულიყავი, რადგან მეშინოდა მარტოს, მარიკოს გაზრდაში დიდი წვლილი სწორედ დედაჩემს მიუძღვის“, – ამბობს ნინო ჩხეიძე.
