LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Porsche Cayenne პრემიერისთვის მზად არის

106
ახალი Porsche Cayenne პრემიერისთვის მზად არის

Cayenne მიზნად ისახავს პრემიუმ კლასში ახალი სტანდარტების დამყარებას. ავტო ჟურნალისტებმა შეაჯამეს ყველაფერი, რაც  ავტომობილის შესახებ ოფიციალურ პრემიერამდეა ცნობილი. (ლინკი)

Porsche Cayenne Electric

ახალი Porsche Cayenne Electric-ის პრეზენტაციამდე რამდენიმე დღე რჩება. გერმანული ბრენდის წარმომადგენლების განცხადებით, დებიუტი 19 ნოემბერს შედგება. თუმცა გარკვეული ინფორმაცია მოდელის შესახებ უკვე გავრცელდა.

ელექტრონული Cayenne ადგილს სავარაუდოდ,  ამჟამინდელ Macan EV-სა და Cayenne-ს შორის დაიკავებს. პროპორციები კვლავაც კლასიკურად „კაიენურია”, თუმცა არქიტექტურა გადამუშავებულია: კაპოტი ოდნავ მოკლებულია, უკანა ნაწილი – უფრო მაღალი და მასიური. გაიზრდება საბურავთა ბაზა..

წინა ნაწილი გამოირჩევა მაღალ პოზიციაზე განლაგებული ფარებით, სადაც გაერთიანებულია ყველა განათების ელემენტი – არა მხოლოდ დღის განათებები, როგორც Macan EV-ში.

Cayenne-თვის სიახლეა ჩარჩოს გარეშე დაყენებული მინები, რომელიც კროსოვერის პროფილს ვიზუალურად ამსუბუქებს.

სალონში ცენტრალური ადგილი უკავია Flow Display პანელს – ეკრანს, რომელიც  ცენტრალური კონსოლის კონტურებში გადადის. ეს არის პირველი ავტომობილი, სადაც სენსორული ეკრანი კონსოლშია ჩაშენებული. მსგავსი OLED-ეკრანები მანამდე BMW-სა და Porsche-ს სხვა მოდელებში გვხვდებოდა.

გვერდით შეიძლება დამონტაჟდეს დამატებითი 14,9 დიუმიანი ეკრანი წინა მგზავრისთვის. ეკრანების მენიუები სრულად პერსონალურია. ცენტრალური დისპლეის ზედა ნაწილი – ნავიგაციისთვის, ქვედა – მართვისთვის; მედია, ტელეფონი და სხვა ფუნქციები.

გაფორმების ასორტიმენტი მოიცავს როგორც Porsche-ს კლასიკურ ფერებს, ასევე  ტყავის ახალ ვარიანტებს: Magnesium Grey, Lavender და Sage Grey.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები