LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მითხრა – ზურაბ, ყოველთვის ისაუბრეთ გამართული, გრამატიკული ქართულით, მაგრამ არასდროს არ დაივიწყოთ დიალექტი…“ – რა ამბავს იხსენებს ზურა შევარდნაძე

152
ზურა შევარდნაძე ანა კალანდაძეზე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, საზოგადოებას ხშირად უზიარებს მის ცხოვრებაში მომხდარ ამა თუ იმ საინტერესო გამოცდილების შესახებ.

ამჯერად, ქართველ პოეტთან, ანა კალანდაძესთან ერთ-ერთი შეხვედრის ამბავს იხსენებს.

„ანა კალანდაძეს სამჯერ შევხვედრილვარ, ერთხელ შემთხვევით უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მეორედ არა შემთხვევით დაგეგმილად და მესამედ ისევ უნივერსიტეტში სალაროსთან ხელფასის რიგში, როცა მე ჩემი ნახევარშტატიანი ლაბორანტის ხელფასის, 73 ლარის ასაღებად ვიდექი. რა თქმა უნდა ყველანი, უფროსიან უმცროსიანად გვერდზე გავდექით და რიგი დავუთმეთ. მიიღო ჯამაგირი, გამობრუნდა და მშვიდად მითხრა: გამომყევით ყმაწვილო. ავედევნე დაბნეული. იქვე რომელიღაც ოთახში შემიძღვა, მგონი ბიბლიოთეკა იყო, სკამი შემომთავაზა. ჩემს სოფელზე, ბებიაზე მკითხა. აქ სად ვცხოვრობდი, ვისთან ერთად და ამდაგვარი ამბებით დაინტერესდა. ფრთხილად, მორიდებულად ვპასუხობდი. დროდადრო იღიმებოდა და ახალ ახალ შეკითხვებს მისვამდა. ვერ ვხვდებოდი რატომ იღიმებოდა.

ბოლოს მითხრა: ეს თხოვნა არაა, არც რჩევა, დავალებაა.. გავისუსე..

„ზურაბ, ყოველთვის ისაუბრეთ გამართული, გრამატიკული ქართულით, შეეცადეთ ამას, მაგრამ არასდროს არ დაივიწყოთ დიალექტი. დიალექტი შვენის ადამიანს, განსაკუთრებით მას ვინც კარგად იცის დედა ენა. არ დაუჯეროთ არავის ვინც გიწუნებთ კილოს, ვინც ამას გეტყვით მან არაფერი იცის არც ენის, არც სამშობლოსი, არც სიყვარულის გაეგება რამე. იმეტყველეთ გრამატიკული ქართულით და ნურასდროს მოერიდებით გამოიყენოთ დიალექტური ფორმები.”

ისე მკაცრად მეუბნებოდა ამ სიტყვებს თითქოს მტუქსავდა, მეჩხუბებოდა.

ვისი სიტყვებია არ მახსოვს მაშინ მითხრა და დამამახსოვრდა: „დიალექტი დედა მდინარეში ჩამდინარე ნაკადულია…“

დღეისთვის საკმარისიაო მითხრა და ადგა, მეც ავდექი. გაიგეთ ყმაწვილო რა გელაპარაკეთ?

გავიგე აბა არ გავიგე? ვუპასუხე განსაკუთრებით გურული ინტონაციით. რაფერ არ გავიგე?

გაეღიმა, სხარტები ხართ ეს გურულები, სხარტებიო, მხარზე ხელი მომისვა და გამომიშვა.

გუშინდელივით მახსოვს ეს დღე. რა ეცვა, მე რა მეცვა ისიც მახსოვს…

არცერთი სიტყვა არა დამვიწყებია მისი ნათქვამიდან“

„აღარავის აინტერესებს, არც შვილს, არც შვილიშვილებს, არც რძალს.. გულით გჩუქნით“ – რა საჩუქარი დახვდა ზურა შევარდნაძეს „გარდენიას“ კართან

„დედას ჭურჭელს ვერ შეველიეო.. დაბრუნებას აპირებენ, დანარჩენი ჯერ არ იციან, მთელი დღეა, სულ მათზე მეფიქრება“ – ზურა შევარდნაძე

ვიდეო: „ბევრმა იცის 72%-იანი სარეცხის საპნის სიკეთეები“ – რას გვირჩევს ზურა შევარდნაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g