მომღერალმა გიორგი ცხადაძემ და ჯგუფმა „მგზავრებმა“, ახალი, ერთობლივი ნამუშევარი წარადგინა.
მომღერლებმა კომპოზიციაზე „ბლის კუნწულა“ ვიდეორგოლი გადაიღეს, რომელიც „იუთუბის“ პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია.
სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორი გიგი დედალამაზიშვილია. „
„ესეც ჩვენი ახალი ვიდეო. ჩვენ ეს სიმღერა ძალიან გვიყვარს და იმედია, თქვენც მოგეწონებათ.
დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით გვედგა და გვიგულშემატკივრა“, – წერს გიორგი ცხადაძე სოციალურ ქსელში.
ნამუშევარს, რომელიც სოციალურ ქსელში 15 საათის წინ აიტვირთა, უკვე მრავალი შეფასება აქვს:
„ძალიან კარგია“, „როგორი მზიანი და ნათელი ვიდეოა… სასიამოვნო მელოდია და ბევრი სიყვარული“, „ძალიან ლამაზია, სულის სიმშვიდე“ – აღნიშნავენ მოქალაქეები კომენტარებში.
ესეც ჩვენი ახალი ვიდეო 🧡 ჩვენ ეს სიმღერა ძალიან გვიყვარს და იმედია თქვენც მოგეწონებათ. დიდი მადლობა ყველას ვინც…
Posted by Giorgi Tskhadadze on ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 2025
