LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე დარახველიძე არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრზე: „არასწორია, თითქოს, ეს არის ციხის მსგავსი დაწესებულება – მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს მოდელი ევროპაში აქტიურად გამოიყენება, გერმანული მოდელის ანალოგი გადმოვიტანეთ“

111
ალექსანდრე დარახველიძე

გავრცელდა არასწორი ინტერპრეტაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ეს არის დაახლოებით, ციხის მსგავსი დაწესებულება და ა.შ. – მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს მოდელი ევროპაში ძალიან აქტიურად გამოიყენება – პირდაპირ გერმანული მოდელის ანალოგი გადმოვიტანეთ, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებით სპეციალური კანონის მიღების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებით სპეციალურ კანონს მიიღებს – შეიქმნება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“კანონის პროექტი წარადგინეს.

დარახველიძის აზრით, მექანიზმი პრაქტიკაში, მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს და მოგვარდება ის წუხილები, რომელიც საზოგადოებას და არაერთ კერძო ბიზნესს ჰქონდა, როცა მათ ზარალი მიიღეს და სახელმწიფოს არ ჰქონდა ეფექტიანი მექანიზმები ასეთი ტიპის ქმედებების წინააღმდეგ.

რატი იონათამიშვილი: ჩვენი მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს შევუქმნათ ყველა პირობა, რომ მათი ინტერესი იყოს სრულფასოვანი განათლების მიღება, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და არა მიდრეკილება კრიმინალისკენ

მისი თქმით, არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონი მიზნად ბავშვების საზოგადოებაში ჩართულობის გაზრდას და მათში განათლებისადმი ინტერესის განვითარებას ისახავს.

„სხვა ბევრ ქვეყანაში, როგორიცაა საფრანგეთი და სხვა, აქტიურად გამოიყენება ასეთი მოდელი. საუბარია იმ მდგომარეობაზე, როცა 14 წელს მიუღწეველმა ბავშვმა ჩაიდინა დანაშაული და მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებით სხვა ღონისძიებები არ არის ეფექტური და სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში აუცილებელია მასზე განხორციელდეს ეფექტური ზრუნვა და სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე ამ ბავშვზე ზრუნვა. შესაბამისად, ეს მექანიზმი პრაქტიკაში, ვფიქრობ, მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს და მოგვცემს საშუალებას, რომ ის [მოგვარდეს] წუხილები, რომელიც საზოგადოებას და არაერთ კერძო ბიზნესს ჰქონდა, როცა მათ ზარალი მიიღეს და სახელმწიფოს არ ჰქონდა ეფექტური მექანიზმები ასეთი ტიპის ქმედებების წინააღმდეგ. შესაბამისად, ზრუნვით, რეაბილიტაციით და შესაბამისი პროგრამების განხორციელებით ამ ბავშვების ინტერესების დაცვა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა დარახველიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g