LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი თბილი და მეგობრული გიოც აღარ გვყავს…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან

143
2025-11-21_00-28-08_333716

ქუთაისის გზაზე ავარიის დროს დაშავებული გიორგი ჩოროკაია კლინიკაში გარდაიცვალა. ახალგაზრდა შემთხვევის დროს მამასთან ერთად იმყოფებოდა. 50 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა.

გიორგი ჩოროკაიას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

„ჩვენი თბილი და მეგობრული გიოც აღარ გვყავს! რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუელი მამა-შვილი ავტოავარიაში მოყვნენ. სამწუხაროდ, მამა ადგილზე გარდაიცვალა. ვერც შვილის გადარჩენა მოხერხდა.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. დიდი ტრაგედიაა ჩვენი ქალაქისთვის. გამძლეობას ვუსურვებ მათი ოჯახის წევრებს და მეგობრებს. გული გვტკივა ყველას“, – წერენ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g