ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით მონაწილეობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ადგილზე მიმდინარეობს ცეცხლის ინტენსიური ქრობის პროცესი.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად, სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც.
ადგილზე მოეწყო საგანგებო შტაბი.
დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
