პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს.
პედიატრი ამბობს, რომ თუ ბავშვი აქტიურია, ტემპერატურა ნორმალური აქვს, მხოლოდ წამოახველებს დღის განმავლობაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვეული რიტმით არ უნდა განაგრძოს მან ბაღსა თუ სკოლაში სიარული და სხვა ჩვეული აქტივობები.
ექიმი მშობლებს მიმართავს, მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში არ შეუზღუდონ ბავშვებს სპორტული აქტივობები:
„ევროპაში ხომ დადიხართ, იმედია ხედავთ როგორი ჩაცმულები დაჰყავთ ბავშვები, თხლად, ბეწვების და შალის წინდების და კიდევ ყურებიანი „უშანკების“ გარეშე… არ ავადობენ ის ბავშვები ხშირად და თუ ავად ხდებიან ეტევიან ვირუსის რეპლიკაცია-ელიმინაციის ვადებში!!! ჰოდა,იქნებ ამ ერთ ქცევაში მაინც მივბაძოთ თუნდაც ამ ბინძურ და აწეწილ ევროპას. აქვე გავცემ თქვენს ხშირად დასმულ კითხვებს პასუხს…
მთელი ზამთრის განმავლობაში ვერ მოაშორებთ ბაღის ბავშვებს ცხვირიდან გამონადენს და ხველას, ეს ასე იქნება!!! ამიტომ თუ პატარა მწვავე არ არის, აქტიურია, ტემპერატურა ნორმალური აქვს, დახტის და ყირაზე აყენებს სახლს, მხოლოდ წამოახველებს დღის განმავლობაში, ცხვირში გაჭედილია ან ჩამოსდის, გააგრძელეთ მისი ჩვეული ცხოვრებით ცხოვრება, მეტად ამყოფეთ გარეთ და მსუბუქი სპორტული აქტივობებიც არ შეუზღუდოთ!!! იმუნური სისტემაც მადლობას გეტყვით!!!
ნუ გამოკეტავთ სახლში უჰაერობაში და მკაცრი რეჟიმის დაცვით ნუ დასტრესავთ!!! მასწავლებლებს მინდა გთხოვოთ, მარტივია მწვავე და უკვე გამოჯანსაღების ფაზაში გადასული ბავშვის გარჩევა!! იდეალურად ჯანმრთელი ბავშვი,რომელსაც რაიმე რესპირაციული სიმპტომი მაინც არ აქვს ამ პერიოდში არ არსებობს!!! მშობლებმაც რა ქნან რომ არ იმუშაონ,სახლში მიართმევენ ხელფასს???“ – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.
🌟🌈ევროპაში ხომ დადიხართ,იმედია ხედავთ როგორი ჩაცმულები დაყავთ ბავშვები,თხლად,ბეწვების და,შალის წინდების და კიდევ…
Posted by Inga Mamuchishvili on შაბათი, 22 ნოემბერი, 2025
