გიორგი ყიფშიძის ყოფილი ცოლი, ენი გასიევა ჟურნალ „თბილისელებთან“ (24 ნოემბრის ნომერი) ყოფილ მეუღლესთან ამჟამინდელ ურთიერთობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსახიობს დაშორების მიზეზების განხილვა არ სურს:
„21 წლის ვიყავი, როცა დავფეხმძიმდი და 22 წლის უკვე დედა გავხდი. პატარა ასაკში გავაჩინე შვილი, ვფიქრობდი, დედობისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დგები, ხვდები, რომ რაღაცებისთვის მზად არ ხარ. თუმცა იმდენად სასიამოვნო და აღმაფრთოვანებელია დედობა, რომ ყველაფერს ხაზი ესმება, როცა შენს შვილს თვალებში უყურებ და ხედავ, რამდენი სიყვარულია მასში. ეს სიყვარულია ჩემთვის ყველაზე მთავარი…
ბევრი დაიწერა და ითქვა და მაინც, რეალურად რა იყო შენი და გიორგის ოჯახის დანგრევის მიზეზი?
გიორგი მე მადანაშაულებს, თუმცა მე საკუთარი შეხედულებები მაქვს და ოჯახის დანგრევის მიზეზებს ჩემებურად ვხედავ. ამდენი ხანი ხმას არ ვიღებდი და ახლაც არ ვაპირებ დაწვრილმანებას, თუმცა გეტყვით, რომ დაგროვდა, დაგროვდა რაღაც-რაღაცები და ბოლოს აფეთქდა. როცა ოჯახი ინგრევა, იქ ორივე დამნაშავეა და ჩვენი ორივეს ბრალი იყო. არ ვაპირებ რამე დავაბრალო, ეს ჩემს ბუნებაში არ ზის.
არაერთხელ უთქვამს, რომ ენიმ შვილები მიყარაო, რაც სრული აბსურდია, რადგან მე ჩემი შვილები ნამდვილად არ მიმიტოვებია. ყველაფრის მიუხედავად, ვმეგობრობ, ხშირად ავდივარ გიორგისთან სახლში, ძალიან მიყვარს, ჩემი ოჯახის წევრია, ჩემი შვილების მამა, თუმცა შერიგებას არ ვაპირებ.
როცა გიორგისთან ჩვენი დაშორების ამბებზე ვიწყებ საუბარს, მეუბნება, ამაზე რა დამელაპარაკო, თორემ ვიჩხუბებთო… ორივეს ჩვენი აზრი გვაქვს და ამას ვერ შევცვლით…“
