არის თუ არა რისკის შემცველი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ღია ცეცხლის, შეშის ღუმელის, ბუხრის სისტემატურად გამოყენება?
პულმონოლოგი, პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე გადაცემაში, „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ გადაცემის წამყვანის, მარი მალაზონიას კითხვაზე „როდესაც ვსაუბრობთ ღია ცეცხლზე, შეშის ღუმელზე, ბუხარზე – ამ თემებთან დაკავშირებით თქვენ ხშირად ამბობდით ხოლმე, რომ დიახ, თანამედროვე მედიცინა ამასაც რისკფაქტორად განიხილავს, რჩება თუ არა ძალაში ეს რეკომენდაცია“, პულმონოლოგმა დადებითი პასუხი გასცა.
„დიახ, ძალაში რჩება ცეცხლზე მომზადებული, განსაკუთრებით მესამეული ქვეყნები, სადაც სისტემატურად მზადდება ღია ცეცხლზე პროდუქტები…“ – ამბობს თამაზ მაღლაკელიძე.
კითხვაზე, „ერთჯერადად ან ხანდახან ბუხრის გამოყენება განიხილება თუ არა ამ დაავადების რისკფაქტორად“, ექიმი ამბობს, რომ საუბარია სისტემატურად გამოყენებაზე.
