LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მოცეკვავე არ ბერდება“ – „სუხიშვილების“ ოქროს თაობის მოცეკვავის, 80 წლის ომარ ხურციძის შთამბეჭდავი ცეკვა საკუთარ საიუბილეო საღამოზე

481
ომარ ხურციძე

23 ნოემბერს თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში ცნობილი მოცეკვავისა და პედაგოგის, ომარ ხურციძის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ომარ ხურციძე არის ანსამბლ „სუხიშვილების“ ოქროს თაობის წარმომადგენელი, რომელიც ამ ანსამბლში 30 წლის განმავლობაში ცეკვავდა.

ომარ ხურციძის 80 წლის საიუბილეო საღამოზე, იუბილარი მაყურებლის წინაშე მოცეკვავეებთან ერთად შთამბეჭდავი სოლოთი წარდგა და აუდიტორია კვლავ აღაფრთოვანა.

აღნიშნულ კადრებს სოციალურ ქსელში კრისტი მამასახლის გვიზიარებს და წერს: „მოცეკვავე არ ბერდება“.

მოცეკვავე და ქორეოგრაფი ომარ ხურციძე არის საქართველოს დამსახურებული არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი.

ფოტოები სლაიდზე: ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g