LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამაჩემის პანაშვიდზე ჩემი მისვლა მისმა მაშინდელმა მეუღლემ არ მოინდომა… მამობა გურამ ფირცხალავამ გამიწია…“ – დათო დარჩიას დიდი ტკივილი

1632
დავით დარჩია

დათო დარჩია პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას მამასა და მამობილთან დაკავშირებით, რომელმაც მამობა გაუწია.

– ამბობენ, ძალიან დიდ ტკივილს ატარებს გულშიო. ეს მამის გარდაცვალებას უკავშირდება, რომელიც ბოლო გზაზე ვერ გააცილე, უფრო სწორად, არ გაგაცილებინეს. ეს სიმართლეა?

– ბოლო გზაზე კი გავაცილე, უბრალოდ, მამამ სხვა ოჯახი შექმნა, იმ პერიოდში არ მქონდა შეხება, გაბრაზებული ვიყავი და იმ გულით დატირება, როგორც მინდოდა, არ გამომივიდა. პანაშვიდზე ჩემი მისვლა მისმა მაშინდელმა მეუღლემ არ მოინდომა და ძალიან გავბრაზდი. თუმცა, მყავდა არაჩვეულებრივი მამობილი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემს მსახიობად და ზოგადად, კაცად ჩამოყალიბებაში. მამობა გურამ ფირცხალავამ გამიწია. დედა რომ ცოლად გაჰყვა, მეოთხე კლასში ვიყავი. უფრო მეტი წელი გავატარე გურამთან, ვიდრე ბიოლოგიურ მამასთან. ამიტომ ვარ გულნატკენი, რომ მინდოდა ის ნიჭიერი კაცი – მამაჩემი, უფრო კარგად გამეცნო. ამის საშუალება არ მქონდა და ის განცდა false გადავიტანე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g