LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექსპო ჯორჯია“ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის 23-ე საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს

105
გამოფენა

28-29 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ მე-11 პავილიონში, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის 23-ე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

გამოფენის მიზანს ქართული აგროკულტურის განვითარება, ტექნოლოგიური სიახლეების ბაზარზე დანერგვა და ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაცია წარმოადგენს.

Agro/Food Expo, რომელიც წელს 6 ქვეყნიდან 50-მდე კომპანიას გააერთიანებს, მონაწილეებს საშუალებას მისცემს, მომხმარებლებს საკუთარი პროდუქცია და მომსახურება გააცნონ და შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს. გამოფენის სტუმრებს კი ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია პირდაპირ მწარმოებლებისგან.

გამოფენის ფარგლებში, ტრადიციულად, მოეწყობა შეხვედრები და თემატური კონფერენციები სახელმწიფო, თუ კერძო სექტორების ჩართულობით.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g