ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართული გამოფენა – 2025 წლის ბოლო დიდი ავტოსალონია. ბრენდებმა წარმოადგინეს 93 ახალი მოდელი, რომელთა ნაწილი უახლოეს მომავალში გამოვა ბაზარზე. მანამდე კი მთავარი ტენდენციების შესახებ მოგიყვებათ.
Volkswagen Passat ePro
ერთადერთი ევროპული ბრენდი, რომლის გაყიდვებიც ჩინეთში არ შემცირებულა, Volkswagen-ია. ის ინარჩუნებს ბაზრის 8%-ზე მეტ წილს (მეორე შედეგი BYD-ის შემდეგ), პირველ რიგში SAIC-თან პარტნიორობის წყალობით. მოდელების რიგი 20-ზე მეტ პოზიციას მოიცავს და მათგან ბევრი ჩინეთის გარეთ არც იყიდება.

GAC Pickup 01 – Cybertruck-ის კონკურენტი
GAC-მა Tesla Cybertruck-ის პირდაპირი კონკურენტი წარმოადგინა – „01“ კოდური სახელით ცნობილი პიკაპი (ჯერჯერობით კონცეპტი). ის კიდევ უფრო დიდია და სერიული ვერსია, როგორც აცხადებენ, უფრო ძლიერიც იქნება. მოდელის ოპერირება სამხრეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში იგეგმება.

Deepal L06
კიდევ ერთმა ჩინურმა ბრენდმა Deepal-მა ახალი სედანი L06 წარმოადგინა. მოდელს აქვს ჭკვიანი საკიდი, რომელიც მოძრაობისას თავად ცვლის სიხისტეს. გლუვ ასფალტზე მაქსიმალურად გამაგრებულია, ხოლო უსწორმასწორობებისა და უგზოობის აღმოჩენისას – მომენტალურად რბილდება.
BYD – სწრაფი დამუხტვის რეკორდი
BYD-მ, ჩინეთის უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა, თავისი სწრაფი დამუხტვის სისტემა გააუმჯობესა:
1 მეგავატიანი სადგური 5 წუთში 400 კმ-ს ავსებს, რაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია.
გამოფენის მთავარი ტრენდი იყო ის, რომ ჩინელები სუპერქარების ბაზრით დაინტერესდნენ.
Yangwang U9 Xtreme – 3000+ ცხ.ძ., Nürburgring-ის რეკორდსმენი.
გვერდით – GAC Aion Hyper SSR, რომელიც 0–100 კმ/სთ-ს 1.9 წამს ავითარებს, ანუ Porsche-ს, Ferrari-ს და Lamborghini-ის შედეგებზე სწრაფად.
ევროპელებს ღირსეული პასუხი არც ამ სეგმენტში აქვთ.
