Georgian Fighting Championship 34-ე საბრძოლო ღონისძიებით ბრუნდება. საერთაშორისო ორგანიზაცია, მორიგ ტურნირს დედაქალაქ თბილისში, ჯიეფსი არენაზე გამართავს.
ვარსკვლავური ქარდი და ივენთის კულმინაცია: სატიტულო ბრძოლა საშუალო წონით კატეგორიაში – GFC მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის, მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი მებრძოლი ნიკა ჯაკონია ბრაზილიელ მეტოქეს დაუპირისპირდება.
ღონისძიება 30 ნოემბერს, ჯიეფსი არენაზე (შატილის ქ.4, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) 20:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ – https://biletebi.ge/sport/gfc-34


